Monday, May 18, 2020
ძვირფასო მშობლებო, აღმზრდელებო, პედაგოგებო!
ინგლისური ენის ცოდნა თანამედროვე მსოფლიოში, არცერთი მასწავლებლის ან მშობლის ახირება არ არის, ეს აუცილებლობაა, რათა ჩვენმა პატარებმა სამომავლოდ ფეხი აუწყონ თანამედროვე ტენდენციებს.
ენის შესწავლას საფუძველი ბავშვობიდანვე უნდა ჩაეყაროს, სადაც აუცილებლად გამოყენებული უნდა იქნას სკოლამდელი აღზრდის ასაკის ბავშვების ენების სესწავლის დიდი უნარი.
ყველა ცვენტაგანის და ამ ბლოგის უპირველესი მიზანიც სწორედ არის ის, რომ გასაგები და საინტერესო ფორმით გავაცნოთ ყველა ასაკისა და შესაძლებლობის ბავშვს შესაბამისი ინგლისური სიტყვები და გამოთქმები. აუცილებელია ბავშვის ზეპირი განვითარებაც , რისთვისაც საჭიროა ის ჩავრთოთ სხვადასხვა აქტივობებში., მივცეთ სხვადასხვა სასწავლო დავალება-სათამაშოები, ზოგი ასეთი აქტივობა ითვალისწინებს უფროსებისა და ბავშვების ერთობლივ თამაშ-აქტივობას, როდესაც ბავშვი თამაშს აითვისებს , შესაძლებელია როლების შეცვლაც. საუკეთესოა ბავშვთან ერთად სხვადასხვა ფილმებისა თუ მულტფილმების ყურება და მერე მათთან ერთად თითოეული პერსონაჟის განხილვა, ოღონდ ბავშვი არ უნდა გადაიღალოს, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ ეტაპობრივად.
ბავშვს უნდა მიეცეს საშუალება თამაშში იყვეს წამყვანი.
თანდათანობით იმუშავეთ რვეულში, თემიდან- თემაზე, სავარჯიშოდან - სავარჯიშოზე, . ახსნისას ბავშვმა ყველაფერი სწორად უნდა გაიგოს.როცა უყურადღებობას ან გადაღლას შეამჩნევთ , შეასვენეთ.
შეცდომები მოსალოდნელია, სწავლა სხვანაირად არც "მოსულა":), ამიტომ, მშვიდად გაასწორეთ ის და გაამხნევეთ ბავშვი, ისე ნუ დატუქსავთ, რომ საკუთარი თავის რწმენა დაკარგოს. გარწმუნებთ, ეს მნიშვნელოვანია!!
მცირე წარმატებისთვისაც შეაქეთ პატარა, ეს აუცილებლად დაგიფასდებათ. თავდაჯერებული ბავშვი მიზანდასახული ახალგაზრდა ხდება, ძლიერი და აუცილებლად იპყრობს წარმატების მწვერვალებს!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
Commands/ბრძანება (თამაში + ლექსიკონი)
რისი გაკეთება შეგვიძლია? წამყვანი პირველად წარმოსთქვამს ბრძანებას და აჩვენებს ბავშვს ( ან ბავშვებს) შესაბამის მოძრაობას. ბავშვი იმე...
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEi-0Jw-RNHKQZpaUSXh5EMOx4snOt_CcSGNLkMbukSq1nrzM6bdHsLUBdy0qDDbPcC-ykKJx5iNzBn-IDQnAXvrwEDt7mGOTcuo-05TrT3OEX65S4j_1HyEV4Dq8YCvvzBAFSa9DEys6ZAM/s320/496575.jpg)
-
Five little monkeys jumping on the bed One fell off and bumped his head Mam called the doctor, And the doctor said No more mo...
-
What is your name? [Wot iz jo: neim]-რა გქვია შენ? How old are you? [' hou ould a:ju:]-რამდენი წლის ხარ? My name is A...
-
რისი გაკეთება შეგვიძლია? წამყვანი პირველად წარმოსთქვამს ბრძანებას და აჩვენებს ბავშვს ( ან ბავშვებს) შესაბამის მოძრაობას. ბავშვი იმე...
No comments:
Post a Comment